სიახლები

06-04-2021 ისტორიები მეტალებსა და შენადნობებზე

ჩვ.წ-მდე მე-7-ე საუკუნეში ლიდიის სამეფოში პირველი მონეტები მოიჭრა ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენადნობისგან-ელექტრუმისგან.
ადამიანის სისხლში კალციუმის შემცველობის შემცირება იწვევს მეხსიერების გაუარესებას და გონებრივ ჩამორჩენილობას.
ჩინელი მხედართმთავრის სამარხში(მე-3-ე ს.ჩვ.წ-მდე)აღმოჩენილია სამკაულები, რომლებიც შენადნობისგან იყო დამზადებული, ეს შენადნობი კი 85% ალუმინს შეიცავდა. რა გზით მიიღეს ჩინელმა ოსტატებმა სუფთა ალუმინი, დღესაც უცნობია.
ყველაზე დიდი თვითნაბადი ვერცხლი კანადაში იპოვეს. სიგრძით ის 30 მეტრი იყო, გიგანტური ზომის გამო აღმოჩენას „ვერცხლის ქვაფენილი" უწოდეს. მისგან 20ტ სუფთა ვერცხლი გამოადნეს.
კიდევ მრავალი საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინეს მოსწავლეებმა პრეზენტაციებში. ამჯერად მათი იტერესის სფერო მეტალები და მათი შენადნობები იყო.

ნანახია 1282-ჯერ